"ახლა აქ ვარ, სვეტიცხოველთან და ჯვართან..." - სააკაშვილი მცხეთაში - VIDEO

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე მორიგი ვიდეო ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, ის მცხეთაშია და თბილისისკენ მოემართება.

"მოვიარე მთელი საქართველო და ახლა აქ ვარ სვეტიცხოველთან, თუ ხედავთ, არ ვიცი, და ჯვართან. შევდივარ უკვე თბილისში. როგორ მომენატრა თბილისი... ვგიჟდები ისე, ეს სვეტიცხოველი და ზემოთ ჯვარი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25 დღეა შიმშილობს.