"ახლა უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დღეს, კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეგაფონით, დასცინეს სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს", – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.