ამაზე ნურც იოცნებებენ - ვახტანგ გომელაური

,,ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება", – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში საუბრობს რევოლუციაზე, რაც არ მოხდება. 

გომელაური აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

,,წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ჩვენს ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის. ხელისუფლების ცვლილება რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყოველთვის არჩევნებით და არა რევოლუციით. ამაზე ნურც იოცნებებენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.