სან პაულოში საქართველოს  საკონსულო გაიხსნა 

ბრაზილიაში, ქ. სან პაულოში, საქართველოს საკონსულო გაიხსნა. ცერემონიას ბრაზილიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. სან პაულოს და შტატის მუნიციპალური და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სან პაულოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-საფინანსო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკონსულოს კარმენ ლუსია პორტუ რუეტი უხელმძღვანელებს.