"ალტ-ინფომ" პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა

ტელევიზია "ალტ-ინფომ" პოლიტიკური პარტია სახელწოდებით "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, მოძრაობის სხვა ლიდერები კი კოკა მორგოშია, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა იქნებიან.  ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი, ემრე ქუჩუკი სარევიზიო კომისიის წევრეად დაასახელეს. 

პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, "ექსპო-ჯორჯიას" პავილიონში გაიმართა.