ამ კანონპროექტით "ქართული ოცნება" საკუთარი თავის შეწყალებას ცდილობს - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტით "ქართული ოცნება" საკუთარი თავის შეწყალებას ცდილობს.

მელიას თქმით, ოლიგარქი ამ კანონპროექტის მიღებით ვერ იხეირებს და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. 

"ქართული ოცნება აპირებს საკუთარი თავი შეიწყალოს, საკუთარი გუნდის წევრები, რომლებიც სამწუხაროდ მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულში ანტისაოკუპაციო აქციის მიმდინარეობისას, მარტივად ამ ყველაფერს ემსახურება, მეტს არაფერს. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება პოლიტიკური არა მხოლოდ, ადამიანურიც, მორალურიც და მე დარწმუნებული ვარ ოლიგარქი ამ კანონპროექტის მიღებით ვერ იხეირებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.