ამ თვის ბოლომდე საქართველოში ავტორიზებული ვაქცინა შემოვა - მამუკა მდინარაძე

"ამ თვის ბოლო, იქნება ის მაქსიმალური ვადა, როცა საქართველოში ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა. 

"საუბარია „ფაიზერზე“, „ასტრა ზენეკაზე“. ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და პირველ ეტაპზე მოხდება ნედპერსონალის აცრა, შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, - აღნიშნა მდინარაძემ.