ამბასადორიალი დასრულდა - მინისტრის შემაჯამებელი ბრიფინგი

ამბასადორიალი დღეს ოფიციალურად დაიხურა. შემაჯამებელი ბრიფინგი საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ამბასადორიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა 2020 წლის სამოქმედო გეგმაზე. საუბრის მთავარი თემა იყო სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლა. 

"ჩვენ ასევე დავსახეთ 2020 წლის სამოქმედო გეგმა. მომავალ წელს სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალ დონეზე გადავა ურთიერთობები. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, თუმცა მანამდე ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ იმ ურთიერთობებით რაც უკვე გვაქვს. ჩვენი წარმომადგენლები ასევე აქტიურად მუშაობენ მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, თურქეთთან,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.