ამერიკამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 აშშ დოლარი გამოყო , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ს მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

"ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ს მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო" , - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.