ამოცანა აქვთ თავისუფალი მედიის შენჯღრევის - ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, საქართველოს ტრადიციის ქვეყანაში, როდესაც საგადასახადო სამსახური შედის კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ყოველთვის საგანგაშოა ეს ამბავი.

"ჩვენი ტრადიციის ქვეყანაში, სამწუხაროდ, ნებისმიერ ვითარებაში, საგადასახადო როცა კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად შედის, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ყოველთვის საგანგაშოა ხოლმე ეს ამბავი, პროაქტიულად როცა მოქმედებს საგადასახადო ინსპექცია და მთავრობა. ამ კონტექსტში, როცა გამოცხადებული ომი აქვს ივანიშვილის რეჟიმს მისი ამ შავბნელეთის მოციქულის, ღარიბაშვილის პირით დამოუკიდებელი მედიის და მთლიანად საზოგადოების მთლიანი ნაწილის წინააღმდეგ, ასეთ მომენტში არის არათუ ეჭვი, არამედ პირდაპირ მტკიცებულება, რომ მინიმუმ ამოცანა აქვთ შენჯღრევის და ნახავენ სადამდეც გაუვათ ეს ამბავი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.