"ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება" - სააკაშვილის მორიგი წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება. 

ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე",- ნათქვამია სააკაშვილის მორიგ მიმართვაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26 დღეა შიმშილობს.