არ მინდა, რომ "ქართული ოცნება" ჩამოიშალოს - ელენე ხოშტარია

"მე არ მინდა, რომ "ქართული ოცნება" ჩამოიშალოს. იმიტომ კი არა, რომ მჯერა, მათ რაიმე ღერძი გააჩნიათ იდეოლოგიური. უბრალოდ არ მინდა პრაქტიკა, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება", - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

"მინდა, ჩვეულებრივი ამბავი გახდეს ერთის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა და მერე პირიქით, ესეც დასამკვიდრებელია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ "TV პირველის" ეთერში.