"არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ" - ეკა ხერხეულიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია დატოვა. 

ის მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა და თქვა, რომ ჰოსპიტლიდან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვიდა. 

„არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში უკრაინის კონსული იმყოფბა.