არავინ უნდა წყვეტდეს, რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია - პრეზიდენტი

ჩვენ დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული წევრი და არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენ მაგივრად რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია. ეს დიპლომატია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ახლაც. ამიტომ სულხან -საბა ორბელიანის მოღვაწეობა, 300 წლის წინ იყო არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ დიპლომატიურად ყოფილიყო აქტიური. მიღწეული იქნა თუ არა იმ დროს ის გეგმები და ამბიციები, გაცხადებული მიზანი, მაგრამ ეს იყო იმ გზის დასაწყისი, რომელზეც დღეს ვდგავართ. ბევრად უფრო აქტიურად, სულ სხვა მდგომარეობაში. ასოცირებული ქვეყანა ვართ იმ ევროპის, რომელზეც სუხან - საბა ორბელიანი ოცნებობდა და მის შემდეგ ბევრი დიდი ქართველი. ეს არის ყველა იმ ადამიანის ღვაწლის შედეგი - ახსენეთ, პირველი რესპუბლიკა, პირველი ელჩები, რომლებიც ბევრად უფრო რთული პირობებში იბრძოდნენ იმავე მიზნისთვის, რომ სააქართველო ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, როგორც ერთ-ერთი მათი ნაწილი, დემოკრატიული ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება იყოს სრულიად დამოუკიდებელი. დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ჩვენ დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული წევრი და არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენ მაგივრად რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია.

გეთანხმებით იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ყველანი ვართ გაერთიანებული. რატომღაც ზოგჯერ გვავიწყდება, პოლარიზაციის გაჩაღებულ მდგომარეობაში, რომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებული, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაა ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დიპლომატიის მთავარი მიზანი და ვალდებულებაა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობის მიზანთან ქვეყანა რაც შეიძლება ჩქარა და ეფექტურად მიიყვანოს.

„ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ჩვენი დიპლომატი ამ არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ ვიაროთ ამ გზაზე სწრაფად და ეფექტურად.

ასევე, მეორე გამოწვევაა მათი, ჩვენი ძალიან მტკივნეული - ოკუპაციის საკითხი. ესენი არიან ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ, რომლებიც მსოფლიოს ეუბნებიან რომ არ შევეგუებით. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, მათ უფრო აქტიურად შეეძლებათ ჩარევა. ჟენევა არის ერთ-ერთი ადგილი. ერთ დღესაც დეოკუპაცია მათ ხელში იქნება და ამ საკითხაც წარმატებულად წარმართავენ. დღეს მთავარია, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. ყველა ჩვენმა პარტიორმა და არაპარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ხმა და ეს ხმა ყველგან გაისმევა. ბევრ ახალი გამოწვევაც გვაქვს, გაიზარდა დიასპორა რიცხვოვნობა. ერთად უნდა ვმუშაობდეთ დიასპორა რომ იყოს ქვეყანასთან დაკავშირებული. ჩვენ ვნახეთ, პანდემიის დროს ყველა ჩვენი საელჩო როგორი ჩართული იყო. ჯერ ტესტირება, შემდეგ ვაქცინები, ჩვენი დიასპორის დაბრუნება. უცებ ბევრი ახალი პრობლემა შეიქმნა და ამ პრობლემის ახალი მეთოდები რომ დაეძლიათ. ეკონომიკა რჩება ჩვენი დიდი გამოწვევა და ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში. კულტურა- ჩვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, ჩვენი თვითმყოფადობის გატანა გარეთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არ არის პატარა ქვეყანა გადაკარგული და ეს არის ქვეყანა ძველი ცივილიზაციით. დღეს ჩვენს დიპლომატიას აქვს საბრძოლველი. ეს ბრძოლაა და წინა ხაზზე დგას დიპლომატია. ისინი უნდა იყვნენ ტქნიკოსები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, ენის მცოდნეები და ა.შ.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.