არჩევნების გაყალბება დღევანდელი კანონმდებლობითაც შეუძლებელია - ქადაგიშვილი

საქართველოში არჩევნების გაყალბება, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობითაც  შეუძლებელია, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები მხოლოდ პოლიტიკური აღქმიდან გამომდინარე ხდება. 

"ეს აღიარებულია ფაქტობრივად ყველას მიერ. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აღქმიდან გამომდინარე, სპეკულირების საგანიღა დარჩა. სწორედ აღქმა და სპეკულირებაც რომ გამოირიცხოს, იმას ემსახურება ეს საარჩევნო ცვლილებები", - განაცხადა ქადაგიშვილმა.