არჩევნების შემსწავლელი კომისია დღეს თამარ ჟვანიას მოუსმენს

პარლამენტში დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმენენ, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უპასუხებს.

დღესვე კომისია ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.