არჩილ თალაკვაძე: როდესაც თავისუფლებისკენ სწრაფვა ძლიერია, შიში არ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

არჩილ თალაკვაძე  9 აპრილის ბაღში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა.  პარლამენტის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

"9 აპრილი ისტორიული დღეა. როდესაც თავისუფლებისკენ სწრაფვა ძლიერია, შიში არ არსებობს!,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.