მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს - VIDEO

აბსურდული და ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში შეზღუდვების გამკაცრებას და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. მისივე თქმით, ეს ხალხის პროტესტის ჩასახშობად ხდება. 

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები მკაცრდება.