აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ ლიდერებს რეზიდენციაში მასპინძლობს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერებს რეზიდენციაში მასპინძლობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია დიპლომატებთან ერთად ქართველმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგომ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელონ. 

მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრება. 

ასეთ ფორმატში პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა.