აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გახარიას პრემიერად დანიშვნას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია მილოცვაში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.