ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი Twitter-ზე წერს.
ო ბრაიანის თქმით, საქართველოს პრემიერთან საუბრის ძირითადი თემა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა იყო.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. განვიხილეთ არაერთი პრობლემატური საკითხი, მათ შორის ავღანეთი, რუსეთი, ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა. ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გამყარებას,” - წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ო ბრაიანი.