აშშ-ის საელჩო საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, საქართველოში აშშ-ის საელჩო  twitter-ზე ეხმაურება.

„აშშ-ის საელჩო თბილისში მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთის, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 17 ნოემბერს ეწვევა.