აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობენ

დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში - ამ საკითხზე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ.

სხდომა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში მიმდინარეობს, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს.

ქვეკომიტეტის სხდომას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდსი ესწრებიან.