ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ქართული პოლიცია იმყოფება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ვითარებას ქართული პოლიცია აკონტროლებს. ამის შესახებ ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მხოლოდ ქართული პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სოფლის მიმდებარედ მავთულხლართები დღეს დილით მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა