ავიღე ვალდებულება შერიგების პროცესის დასაწყებად - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აიღო ვალდებულება შერიგების პროცესის დასაწყებად. France 24-თან ინტერვიუში მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა.

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია - ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება. ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის", - თქვა ზურაბიშვილმა.