აზერბაიჯანთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება - დავით ზალკალიანი

ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია, უარესად დროული ვიზიტი იყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

"განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.