აზერბაიჯანელი და სომეხი ახალწვეულები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ენას შეისწავლიან

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის პროგრამას იწყებს.

სახელმწიფო ენას 40 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალწვეული შეისწავლის.

კურსი ხოჯორის სამხედრო ბაზაზე 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამის დასრულების შემდეგ ჯარისკაცები სერტიფიკატებს მიიღებენ.