აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა წულუკიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ემინ აბდულაევთან.

შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ პატარაძემ ემინ აბდულაევს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. საუბრისას, ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

"შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დონის შესახებ, ხაზგასმით ითქვა, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში, გაიმართოს კულტურის სფეროში ორმხრივი უწყებათაშორისი კომისიის შემდგომი რაუნდი, აგრეთვე საუბარი შეეხო კულტურის დღეების ორგანიზების საკითხს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

შეხვედრის დასასრულს, ემინ აბდულაევმა მიულოცა ქართველ კოლეგას თეა წულუკიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთ ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნული საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.