საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

1-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანში მოსახლეობის მორიგი აღრიცხვა იგეგმება, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებიც უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ მოქალაქეებს აზერბაიჯანის საკონსულო აფრთხილებს. 

მოქალაქეებმა 30 სექტემბრამდე უნდა მიმართონ საკონსულოს. მათ პასპორტის ასლი და ფოტოსურათი 3x4-ზე უნდა წარმოადგინონ.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების აღრიცხვას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებს.