აზერბაიჯანისა და საქართველოს გენერალური პროკურორების შეხვედრა გაიმართა

თბილისს აზერბაიჯანის დელეგაცია გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით სტუმრობს.

ქამრან ალიევი ქართველ კოლეგას, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის; სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების; ოჯახური ძალადობის; დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის, ორუფციული დანაშაულები; ასევე პროკურატურის საქმიანობის დიგიტალიზაცის საკითხებზე ისაუბრეს.

ორი ქვეყნის სტრუქტურებს შორის ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.