ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საკრებულოს მანდატი დატოვა

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მანდატი დატოვა. ის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

ჯაფარიძეს საკრებულოში, სავარაუდოდ, "ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე შეცვლის.

ცნობისთვის, თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.