ბაქრაძე: ფქვილით და კარტოფილთ მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნენა" ყველა ნაცად ხერხს გამოიყენებს იმისთვის, რომ მოსახლეობის აზრი შეცვალოს, თუმცა ამჯერად ეს ვეღარ მოხერხდება. 

"ველოდებით, რომ ყველა ის ნიშანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიების დროს არსებობდა, ყველა ცუდი სიმპტომი, რომელიც ამ კამპანიის დროს უკვე გამოჩნდა, კიდევ უფრო გამძაფრდება და იქნება ტიპური საარჩევნო კამპანია, როგორსაც ატარებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ბაქრაძემ. 

პოლიტიკოსის თქმით, ვერანაირი მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლებას ამ არჩევნებზე ვეღარ უშველის. 

" ვერანაირი დარღვევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებას უკვე ვეღარ უშველის, რადგან მოსახლეობა იმდენად დიდ ეკონომიკურ კრიზისშია შესული, რომ საზოგადოებაში არის მკაფიო დაკვეთა ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ვეღარც ფქვილით, კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით მოსახლეობის აზრის შეცვლა ამ არჩევნებზე ვეღარ მოხერხდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.