ბათუმის მერობის არევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა

ბათუმში, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანმა ხმების 51% მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გიორგი კირთაძის შედეგი კი 48.9% დაფიქსირდა.

ბათუმში 105-ვე უბნის შედეგები დათვლილია. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.