ბათუმის საკრებულოში ისევ ჩხუბია

ბათუმის საკრებულოში, საკრებულოს წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების თემა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტია.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად თვლის და აპროტესტებს. 

ბათუმის საკრებულოში სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იგივე თემაზე გუშინაც იყო, რის გამოც სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვა გახდა საჭირო.