ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირება გრძელდება - დაკავებულია 4 პირი

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირება მოახდინეს. ამ დრომდე აქციის მონაწილეები შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ