ბათუმში მეორე ტურში გამარჯვება ორივე პარტიამ იზეიმა

ბათუმი 103-ვე უბანი უკვე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ მათ მე-2 ტურში გაიმარჯვეს. გიორგი კირთაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი არ იყო.

გამარჯვება "ქართული ოცნების" შტაბშიც აღნიშნეს, პარტიაში ამბობენ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ბათუმი სტაბილურ განვითარებას გააგრძელებს. "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იყო.