"ბებიას, რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა"-ვაშაძე მერაბიშვილის გეგმებზე

„ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“-ამის შესახებ განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ღიაა თუ არა ენმ-ს კარი ვანო მერაბიშვილისთვის, რაზეც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: “იცით რა? ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება. როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა”.