ბელგიამ საქართველოს "ასტრაზენეკას" დოზები გადმოსცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფომ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზა გადმოსცა.

ზალკალიანი სოციალურ ქსელში ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - წერს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.