ბიძინა ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა. 

შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.