ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა - PHOTO

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, ახლად დანიშნულ შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს.

ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. 

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.