ბიძინა ივანიშვილმა მორიგი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გამართა

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს შეხვდა.