ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობის მეორე ტურში არჩევანი გააკეთა. მან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად მიიღო. 

მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანი საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა.