ბიძინა წავიდა და აი, მეც მოვედი - უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას იუმორით ეხმაურება: 

"ბიძინა წავიდა და აი, მეც მოვედი" - წერს უგულავა. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის