ბრძოლას პარლამენტში გავაგრძელებთ - ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია პარლამენტში რჩება, შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულებისთვის. განცხადება ჯაფარიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კრამონის პოზიცია კრიტიკული იყო.

ჯაფარიძის განმარტებით, ისინი მიშელის დოკუმენტის ერთგული რჩებიან.  

"მისი პოზიცია არის ძალიან კრიტიკული, მას ექნება ხვალ პრესკონფერენცია, სადაც ის თავის პოზიციას გამოხატავს. ჩვენ ვრჩებით ერთგული შარლ მიშელის შეთანხმების და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა აღებული ვალდებულება იქნას შესრულებული და ვიწყებთ ინტენსიურ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის. პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისთვის",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.