გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სოციალუ ქსელში წერს.
„დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.