ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გამართულ არჩევნებს ეხმაურება

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გამართული არჩევნები შეაფასა. მათ გამოქვეყნებულ ტვიტში აღნიშნეს, რომ არსებული ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. 

"მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2 ტურებში", - ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს ტვიტში.