ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ქართულმა დელეგაციამ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთწლიანი ანგარიში უნდა წარადგინოს. 

სხდომას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

სხდომაზე საუბარი იქნება საქართველოს მზადებაზე 2024 წლისთვის, როდესაც ქვეყანამ მომავალი წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს.