ბურჯანაძე: ქუჩაში თუ შემხვდება ჯოხს არ ჩავარტყამ ნამდვილად

,,სააკაშვილთან არ ვაპირებ ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ ქუჩაში თუ შემხვდება თავში ჯოხს არ ჩავარტყამ ნამდვილად. ეს არ არის ჩემი სტილი",- ასე უპასუხა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის აღდგენას.

თუმცა, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჰყავს პარტია, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს და მის იგნორირებას არ აპირებს.

,,მე ვთქვი ერთმნიშვნელოვნად, რომ მე არ ვუჭერ მხარს სააკაშვილის კანდიდატურის დაყენებას პრემიერ-მინისტრად, ეს ჩემი პოზიცია იყო და დღესაც ვაფიქსირებ იგივეს, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილს ჰყავს პარტია, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, ამიტომ მოსახლეობის ამ ნაწილის და მისი პარტიის იგნორირებას, ბუნებრივია, არ ვაპირებ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში.