ბარიკადები პარლამენტთან - PHOTO

დღეს აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებდნენ, თუმცა პოლიციის მიერ, პარლამენტის ყველა მიმდებარე ქუჩა ჩაკეტილია და ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების ნაწილი უკვე მივიდა პარლამენტთან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან და სამთავრობო შენობების პიკეტს კვლავ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. რასაც სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.