ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ბესიკ ესებუამ განცხადება წასვლის შესახებ გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდგ დაწერა და თანამშრომლებისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახური დატოვა. განცხადებაში კი მიზეზად, ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ის 28 დეპუტატმა ხმათა უმრავლესობით აირჩია.

ბესიკ ესებუას განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, დღევანდელ ბუროზე მიიღებენ ცნობად.